12/10/2024
12:21
სპორტი
საქართველოს ნაკრებთან მატჩის მოგების (1:0) შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა.
„უკრაინის ნაკრების ყველა მოთამაშემ, მათ შორის დებიუტანტებმაც, ყველაფერი გაიღო წარმატებისთვის და შედეგსაც მიაღწია – ჯგუფში პირველი თამაში მოვიგეთ. ფეხბურთელების მადლობელი ვარ არა მხოლოდ კარგი თამაშისთვის, არამედ თამაშის მნიშვნელობის გაგებისა და მოედანზე თავდადებისთვის.
ვერ დაგეთანხმებით, რომ გუნდმა ახლა უფრო ინტენსიურად და ენერგიულად ითამაშა, ვიდრე წინა მატჩბში, რადგან ჩეხეთთან მეორე ტაიმში კარში 20-ჯერ დავარტყით, მაგრამ წავაგეთ.
საქართველოს ნაკრებს ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევი მოთამაშეები ჰყავს. ვცდილობდით, რომ ბურთი ჩვენი კარის სიახლოვეს რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ, ამიტომ მჭიდროდ ვეთამაშებოდთ. როგორც ნახეთ, მეორე ტაიმში კვარაცხელიამ განსაკუთრებული ხიფათი ჩვენს კართან ვერ შექმნა, რაც კარგი იყო, რადგან ის ძლიერი ინდივიდუალური თვისებების მქონე მოთამაშეა“, – განაცხადა სერგეი რებროვმა.
0
0