26/09/2022
18:34
მედიცინა
ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კუნთოვანი უჯრედების დაბერების მექანიზმის ახსნა გადაწყვიტეს. უჯრედის დაბერება თვით უჯრედის ფუნქციაა, რაც გაყოფისა და რეგენერაციის უნარის დაქვეითებას გულისხმობს. ამ პროცესს უჯრედული დაბერება ჰქვია და როგორც სახელი გვკარნახობს დაბერებას მოჰყვება. კვლევის აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ცილის, სახელად NANOG-ის გადამეტებული წარმოების შედეგად უჯრედი აღარ ბერდება.
წინარე ცდების ფარგლებში შეეჩერებინათ უჯრედული დაბერება, მეცნიერები უჯრედის ღეროვანი უჯრედის სტადიაში დაბრუნებაზე მუშაობდნენ. ეს კი უჯრედის წარმოქმნის პროცესში დაბრუნებას ნიშნავს. ახალი ტექნოლოგია სულ სხვა ხეხს იყენებს.
უჯრედული დაბერების დროს უჯრედები ვეღარ იყოფიან ან აღდგებიან დაზიანებისგან. უჯრედის შიგნით გენეტიკური მასალა დესტაბილიზდება და ამიტომ უჯრედი დეგრადირდება და ავადმყოფდება. ამის შედეგად, ჩვენი სხეული თანდათან სულ წყვეტს უჯრედების აღდგენას. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს სრული სიმართლე არ არის და საქმე არც თუ ისე ცუდადაა როგორც ჩანს.
კუნთის უჯრედების ემბრიონულ საწყისში, ადამიანის დაბერებულ მიობლასტებში, ცილა სახელად NANOG მოიპოვება. ამ ცილის გადამეტებული წარმოების სტიმულაციის შედეგად, უჯრედის დეგრადაციის პროცესი შეჩერდა და უჯრედებმა თავიანთი აღდგენის მექანიზმების გამოყენება დაიწყეს.
ასევე აღმოაჩინეს, რომ NANOG ცილის გადაჭარბებულმა წარმოებამ, თაგვში, რომელიც ადრეულად ბერდებოდა, უჯრედული დაბერება შეწყვიტა და საერთოდაც თაგვის ორგანიზმში ღეროვანმა (ახალმა) უჯრედებმა იმატეს. ეს კვლავ იმაზე მიუთითებს, რომ ამ განსაკუთრებულ ცილას გამაახალგაზრდავებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს.
“ამ საქმემ შესაძლოა ახალ სამკურნალო მეთოდებამდე და თერაპიებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც იმ პაციენტების მკურნალობაში დაგვეხმარება, ვინც სიბერესთან დაკავშირებული აშლილობებს უჩივიან,” - თქვა კვლევის თანაავტორმა პროფესორ სტელიოს ტ. ანდრეადისმა.
უჯრედების რეგენერაცია, შეკეთება, და ზრდა კუნთოვან უჯრედებში მიოფიბრილების გამრავლებით წარიმართება. როცა მიოგენური პროგენიტორები, კუნთის ზრდის წამომწყები ნივთიერებები აქტიურდებიან, დაზიანებულ მიოფიბრილების აღდგენით ზრდას უწყობენ ხელს. როცა ამ ნივთიერების წარმოქმნა იშვიათდება, უჯრედები აღარ იზრდებიან და აღდგებიან.
ასე რომ, კუნთოვანი დაბერების შეჩერებას წინ ერთი ცილის გააქტიურება უდგას. NANOG ცილა იმედისმომცემი გამაახალგაზრდავებელი ელექსირია.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0