მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სრული სამედიცინო მხარდაჭერა, რათა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს - მამუკა ხაზარაძე
23/02/2022
18:04
პოლიტიკა
A-
+A
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სრული სამედიცინო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, რათა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისეთი რადიკალური ზომების მიღება, როგორიც შიმშილობის დაწყებაა, თავიდან უნდა იყოს აცილებული.
„ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ისეთი ტიპის რადიკალური ზომები, რომელიც ჯანმრთელობას ეხება, თავიდან იქნას აცილებული, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. მგონი, ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდანვე ნათელი იყო-პატიმარს და ამ შემთხვევაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სრული სამედიციონო მხარდაჭერა, რათა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა "იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე".
0
0
335
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%