26/02/2023
20:41
მედიცინა
სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს, ეს გზა აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილისგან შესაბამისი მცდელობა გამოიხატება იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და წონაში მკვეთრად დაიკლო.
"მისი მიზანი არის სხვა - ჩემი სხვა. ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მისი მიზანია, მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ დამძიმდეს და გაათავისუფლებენ. რამდენიმე თვეა, რაც პაციენტი ჩვენს კლინიკაშია და სულ ამბობენ, კრიტიკულად მძიმეაო. ჩემი გამოცდილებით, 8 თვე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ მინახავს. პაციენტის მდგომარეობა რომ არ დამძიმდეს, ყველაფერი ავუხსენი და ყველაფერზე უარს გვეუბნება“, - განაცხადა ექიმმა.
თამარ დავარაშვილის თქმით, წონაში კლება ისე გრძელდება, რომ პროცესი კახექსიისკენ მიდის.
მან ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს შერჩევითად იღებდა.
„საკვები დედამისს მოაქვს, რაც მას უნდა, თუმცა დედამისმა რაც არ უნდა მოუტანოს, თვითონ თუ არ უნდა, არ მიიღებს. ორი დღის წინ თევზის ბუტერბროდი მოუტანა, მაგრამ უკან გამოატანა. სხვა რამ შეჭამა და ის არა“,-განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საკვებს შერჩევით იღებს.
„რას იფიქრებდით, როდესაც პაციენტი იღებს ბულიონს, მოხარშულ კვერცხს. ჭამა რომ არ შეეძლოს და ვერ ჭამდეს, ამასაც ვერ მიიღებდა. მოხარშული კვერცხი არ არის ადვილი მოსანელებელი, იგივე ბულიონიც. კარაქით და ხიზილალით ბუტერბროდებს იღებდა, ვუთხარი, რომ მის მიღება ისევ დაეწყო იმიტომ, რომ ცხიმი აუცილებელია ახლა, სხვანაირად მიზანს ვერ მივაღწევთ-მეთქი. ბუტერბროდი მოიტანეს და არ მიიღო“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ წონაში კლება გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდება საჭირო.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024