05/01/2022
13:27
პოლიტიკა
მშვენიერაძის თქმით, „ამით მხოლოდ ერთი ადამიანი იხეირებს და ეს ივანიშვილია“.
„რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმის მოლოდინი ნორმალურ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემიდან ექნებოდა ნებისმიერ ადამიანს. კონსულტაციაზე ექიმი იმყოფებოდა, რომელიც კონტრაქტორია სასჯელაღსრულების დაწესებულების.
მისივე განცხადებით ამ საუბრის დროსაც გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რასაც აქ სამწუხაროდ ვერ იღებს.
სწორად ნაბიჯად ვერ ჩავთვლი ახლა და ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რადგანაც ამით ერთადერთი ვინც ხეირობს არის ივანიშვილი, რომელსაც სურს ჯანმრთელობით დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - აცხადებს მშვენიერაძე.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024