19/02/2023
16:48
მედიცინა
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გამოიხატება წონაში კლებით და სხვა პარამეტრებით.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანადათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. ეს გამოიხატება წონაში კლებით, გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაურესებულია. ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია, დანარჩენს დეტალურად დავწერთ და გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.
0
0