06/01/2022
12:37
სამართალი
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
თუთბერიძე ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ყველა პირს აქვს ალტერნატიული სამედიცინოს სერვისით სარგებლობის უფლება.
„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავ არ შეექმნას. უფრო მეტიც, ვფიქრობ რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ.
ცხადია, საბოლოო პოზიციას მასთან შეხვედრის შემდეგ გავიგებთ. არავითარი არგუმენტი პენიტენციურ სამსახურს ამასთან დაკავშირებით არ აქვს, ყველა ადამიანს ვისაც თავისუფლება აღკვეთილი აქვს, უფლება აქვს ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე.
რაც არ უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურ სამსახურში, ყველა ყველასი კარგად გვესმის რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება და ეს არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გარდა იმისა, რომ აქ არ არის შესაბამისი აღჭურვილობა და კვალიფიკაცია, განა იმიტომ რომ რომელიმე თანამშრომელია ცუდი, უბრალოდ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება.
მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას. მოვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას მიხეილ სააკაშვილისთვის, რაც ყველა აქ მყოფ ადამიანს გააჩნია. ამიტომ, ყველანაირი შეზღუდვა, ბარიერი თუ დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის, უკანონოა“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში შოთა თუთბერიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024