08/12/2021
22:16
პოლიტიკა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი "პატარა სივრცეშია გამოკეტილი“ და ეს მისი ადრინდელი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, უარყოფითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.
"გუშინ რაც მოხდა, გავიგეთ და როგორც ჩანს, მაგან დაამძიმა. განერვიულებულია და სისუსტე აშკარად არის გამოხატული.
პატარა სივრცეში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც იცით, როგორ შრომობდა წლების მანძილზე, მე სხვა მისი მდგომარეობა არც მახსოვს, ერთდროულად 10 საქმეს აკეთებდა და კიდევ მე-11-ზე ფიქრობდა, ასეთი ტემპი ჰქონდა ცხოვრების წესი და უცებ, სრულიად შეეცვალა ეს ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი. უბრალოდ ეს მდგომარეობაც კი გაგხდის ავად. მინდა, რომ გავიდეს აქედან, ამ მდგომარეობიდან გავიდეს.
ეს შენობაც ხომ მისი აშენებულია, ის სასახლეც ხომ მისი აშენებულია, საერთოდ, საითაც არ უნდა გაიხედო, რასაც არ უნდა შეხედო, ხომ მისი გაკეთებულია?! ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც ხდება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0