22/02/2023
13:04
მედიცინა
"20 თებერვლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იწონიდა 67 კილოგრამსა და 200 გრამს, მისი მასის ინდექსი კი 18.2 იყო", ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული.
"გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, მეტი წილი კი არა, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარე მდგომარეობაშია, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება, ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ნამდვილად. თუნდაც პირღებინება, ან გულისრევა, ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს", - თქვა თამარ დავარაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად და მოსალოდნელი იყო, რომ უმნიშვნელო ცვლილებები იქნებოდა, თუმცა ახდენენ კორეგირებას.
"ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები, იმიტომ, რომ იყო ისეთი ცვლილებები იყო, იცით რა, რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს. გაითვალისწინეს ესეც და ჰემოსტაზის მაჩვენებლები ახლა გამოსწორებულია უკვე", - თქვა მან.
ექიმი ამბობს, რომ ამ ფონზეც ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან.
0
0