31/10/2024
20:30
სპორტი
„ნიუკასლის“ სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისიდან“ ვახტანგ სალიას ტრანსფერზე და განაცხადა, რომ 17 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის ბრძოლა ევროპულ გრანდებს მოუგეს.
„მოხარულები ვართ, რომ ვახტანგის შესაძენად დავამარცხეთ და დავასწარით სხვა ტოპკლუბებს. სალიათი დაინტერესებულთა შორის იყვნენ „ბარსელონა“, „ლივერპული“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „პარი სენ-ჟერმენი“.
ახალი ტალანტების აღმოჩენა, გამოჩენა და დაწინაურება მდგრადი მომავლის მშენებლობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით ამჟამინდელ პირობებში, როდესაც კლუბებს მოგება და ფინანსური მდგრადობა სჭირდებათ, სატრანსფერო ბაზარი კი უაღრესად კონკურენტუნარიანია.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ სკაუტირებას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა გამოვავლინოთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი კლუბის დახმარებით გაზრდა და, იდეალურ შემთხვევაში, მომავალში პირველ გუნდში დაწინაურება. ამიტომ ვახტანგთან მუშაობას მოუთმენლად ველით“, – განუცხადა „ნიუკასლის“ ოფიციალურ ვებგვერდს გუნდის სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024