22/10/2024
17:55
საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა კიდევ ერთი წლით, 2026 წლამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის 21 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
"ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე", - წერია დადგენილებაში.
დადგენილება ეხება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ მიწებს.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სამწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო, რომელიც1 200 000 ჰა-ს აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობდა.
0
0