08/11/2021
12:54
საზოგადოება
განკვეთილი ბერებიდან ერთ-ერთი, ბერი ათინოგენე რეაგირებას სახალხო დამცველს სთხოვს და აცხადებს, რომ მათი უფლებები ყველანაირად ირღვევა:
"დაიჭირეს, შალვა ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას. ეს ჩაწერილიციაა, ტყუილია ეს ყველაფერი და დღეს ექნებათ სასამართლო. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ მოგვხედოს, აქ დარღვეულია აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლებები," - აცხადებს ბერი ათინოგენე.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. როგორც ბერები აცხადებენ, ვადის გასვლის შემდეგ მიტროპოლიტ სტეფანეს თანამოაზრე ჩოხოსნებმა და პოლიციამ მათ მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. უკვე რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბული ვითარებაა. მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ სალხინოს მონასტრის მიმდებარედ აქციები იმართება და გროვდება ხელმოწერები. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას გუშინ 2 პირის დაკავებაც მოხდა.
0
0
ტრამპმა ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა
24/01/2025