10/01/2022
14:08
ეკონომიკა
„სვანეთი დღეს გამორჩეული ტურისტული ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოს დამსვენებლები, ტურისტები ჩამოდიან, იმისთვის რომ უნიკალური ბუნება და არქიტექტურა ნახონ და ასევე, ზამთრის კურორტზე გაატარონ ძალიან სასიამოვნო დასვენების დღეები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ზამთრის ინფრასტრუქტურა განახლებულიყო, ახალი საბაგირო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუშაობს და მასპინძლობს დამსვენებლებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ მთავარი პერსპექტივა და ერთ-ერთი მთავარი განვითარების გეზი სვანეთისთვის არის ტურიზმი, მათ შორის ზამთრის ტურიზმი და აქედან გამომდინარე, არაფერი გაკეთდება მათი მხრიდან ისეთი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გამართულ ტურისტულ სეზონს. მათ შორის, რა თქმა უნდა მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ასევე „ენერგო-პროსთან“, ვინც აწვდის ელექტროენერგიას სვანეთს, იმისთვის, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას. ამ ეტაპზე სამართალდამცავების ჩართულობის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მოსახლეობა აბსოლუტურად შეგნებულად უდგება საკითხს და ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია, გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, საერთო კოორდინაციით, ეს საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა თურნავამ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024