03/08/2022
10:10
მედიცინა
ეს თითქმის წარმოუდგენელია - MIT-ის მეცნიერებმა გამოიგონეს ანალოგური სინაფსები (ორი ნეირონის დამაკავშირებელი ადგილი), რომელიც მათი თქმით, ნამდვილ ადამიანებისაზე მილიონჯერ სწრაფია.
როგორც ციფრულ პროცესორებს სჭირდებათ ტრანზისტორები, ისევე სჭირდებათ ანალოგურ პროცესორებს პროგრამირებადი რეზისტორები. თუ ამ რეზისტორებს სწორ კონფიგურაციაში განვალაგებთ, შესაძლებელია მათი გამოყენებით სინაფსებისა და ნეირონების ქსელის შექმნა, განმარტავენ MIT-s პრეს-რელიზში.
იმის გარდა რომ ხელოვნური სინაფსები საოცრად სწრაფები არიან, ისინი ასევე განსაკუთრებულად ეკონომიურად მუშაობენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო იხვეწება და ჩქარდება ციფრული ნერვული ქსელები, მით უფრო მეტ ენერგიასა და ნახშირს მოითხოვენ.
რისთვის გამოიყენებენ ამ გამოგონებას? მკვლევრები იმოდევნებენ, რომ მათი მიღწევა ხელოვნური ინტელექტის ამომავალ სფეროს, მანქანური ანალოგური ღრმა სწავლების სფეროს წინ წასწევს .
მკვლევრებმა ახალი სიჩქარის მისაღწევად, ტრადიციულად გამოყენებული ორგანული დამაკავშირებელი მასალის გამოყენების მაგივრად, მაღალტექნოლოგიური მინა, ასევე ცნობილი როგორც ფოსფოსილიკატური მინა (PSG). ეს მცდელობა ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მიღწეულმა სიჩქარემ ადამიანური სინაფსების სიჩქარეს გადაუსწრო.
“ბიოლოგიურ უჯრედებში, მოქმედების პოტენციალი მილიწამების განმავლობაში იწევს და ვარდება, ვინაიდან ძაბვურ განსხვავებას, 0.1 ვოლტს, წყლის სტაბილურობა ფარავს,” - განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა და ბირთვული მეცნიერების პროფესორმა, ჯუ ლიმ, - “აქ ჩვენ 10 ვოლტს გადავცემთ სპეციალურ, უმცირესი სისქის მინის გარსს, რომელსაც პროტონების გატარება მათი ყოველგვარი დაზიანების გარეშე შეუძლია.”
რადგან PSG მინას შეუძლია მაღალი ძაბვის გაძლება თავისივე დაუზიანებლად, ის საშუალებას აძლევს პროტონებს იმოძრაონ წარმოუდგენელი სიჩქარით და თან ძალიან ენერგოეკონომიურად. ეს მასალა ადვილად მოიპოვება და იწარმოება, რაც იმას ნიშნავს რომ ის არა მარტო უსწრაფესი, ასევე ძალიან პრაქტიკული ალტერნატივაა.
“როცა ანალოგური პროცესორი გაქვს, აღარ დაგჭირდება იმ ქსელების დამუშავება, რომლებზეც ყველა უკვე მუშაობს. ამის ნაცვლად შეგეძლება უპრცენდენტო სირთულის ქსელებთან შეჭიდება, რომლებსაც სხვა ვერავინ შესწვდება, და თავისთავად ყველას აჯობო,” - თქვა კვლევისბწამყვანმა თანაავტორმა მურატ ონენმა.
“სხვა სიტყვებით, ეს არაა უფრო სწრაფი მანქანა, ეს არის კოსმოსური ხომალდი," - დაამატა მან.
წყარო: Futurism
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0