16/10/2024
20:24
პოლიტიკა
მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია, ვინაიდან, ის მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული. ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტიებთან დაკავშირებით.
“კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია - აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული”, - წერს კელი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჭიროა "შესაბამისი პარტიების გასამართლება".
0
0