18/12/2022
15:51
სამართალი
ჩხუბი, გაშველების მცდელობა და ცივი იარაღით მოკლული 33 წლის ახალგაზრდა გ. ჩ., რომელიც ოჯახის ინფორმაციით, კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მოკლულს ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა.
რამ გამოიწვია კონფლიქტი, ვინ არის მოკლული და რა ეტაპზეა გამოძიება - “რუსთავი2”-მა შემთხვევის დეტალები გაარკვია.
როგორც მოკლულის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, კონფლიქტში ჩართულ პირებს აშველებდა, ერთ-ერთს გადაეფარა, ამ დროს კი მას არსებული ინფორმაციით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
"ერთს აუშარდნენ, მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს. ფილტვის არეში დაჭრეს, ვერ გადავარჩინეთ ჩემი შვილი. [მეძახდა] გადამრჩინეო..." - ამბობს მოკლულის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი. როგორც ცნობილია, დაკავებულია 4 ადამიანი.
0
0