მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ - ბიძინა ივანიშვილი
15/09/2024
11:24
საზოგადოება
A-
+A
ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ, - ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
ივანიშვილის წერს, რომ მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია.
„მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.
სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.
მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის”, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
0
0
176
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%