05/01/2022
18:08
საზოგადოება
მისივე განმარტებით, გეგმის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი ცალკე იქნება. დღეს არსებობს ერთი მიმართულება, თუმცა ამჯერად ორი მიმართულებით იქნება.
„ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არის ადამიანებს, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ. შემდეგ ადამიანებმა თვითონ უნდა აირჩიონ, თუ რითი მოხდება გადაადგილება. მელიქიშვილის გამზირთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი იქნება ცალკე. ანუ დღეს არსებობს ერთი მიმართულება, თუმცა ამჯერად ორი მიმართულებით იქნება, ვინაიდან მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უფრო ხელმისაწვდომი და მოხერხებული. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება ტრანსპორტთან მიმართებში, რომელიც ხორციელდება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილება და ა.შ. იყოს გაცილებით უფრო მოხერხებული, ვიდრე დღეის მდგომარეობით არის“, - აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
0
0