07/10/2024
14:30
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა გაამხილა, თუ რატომ შეუყვარდა მეუღლე - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი.
„იმ მომენტიდან, როცა მე დონალდს შევხვდი, ვიგრძენი, რომ ერთმანეთს მაგნიტივით ვიზიდავდით. მომაჯადოვა თავისი გამოკვეთილი თავდაჯერებულობით, მომხიბვლელობით, იუმორით, ხედვით.
ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა... ცნობილი შეფ-მზარეულის მიერ იდეალურად მომზადებული კერძებით და მუსიკის ლეგენდების საოცარი ცოცხალი შესრულებით. განსაცვიფრებელი [კრისტიან დიორის] კაბა მეცვა...,“ - წერს მელანია ტრამპი X-ზე.
რამდენიმე დღის წინ, მელანია ტრმაპმა ქალებისთვის აბორტის გაკეთების უფლების მინიჭებას მხარი დაუჭირა და დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა:
”ინდივიდუალური თავისუფლება ფუნდამენტალური პრინციპია, რომელსაც მე ვიცავ,” - თქვა მელანიამ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ასევე, როგორც ცნობილია, მელანია ტრამპის მემუარები, სახელწოდებით „მელანია“, 8 ოქტომბერს გამოვა. მელანია წიგნში წერს: „ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ხანდახან პოლიტიკური უთანხმოება ჩვენი ურთიერთობის ნაწილია... ეს მხოლოდ პირადი პრობლემაა და არა საჯაროდ მისი გამოწვევა“. ის ასევე წიგნში განმარტავს, თუ რატომ უჭერს მხარს აბორტის ჩატარებას:
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანებმა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ. ეს ძალიან მარტივი კონცეფციაა; ფაქტობრივად, ჩვენ ყველანი ფუნდამენტალური უფლებებით ვიბადებით, მათ შორის ჩვენი „ცხოვრებით ცხოვრების“ ბუნებრივი უფლებით.
0
0