21/09/2021
13:49
პოლიტიკა
მე ვთვლი, რომ მეგის ქარდავას ამბავმა გვაჩვენა კიდევ ერთხელ, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმი, მეგის ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია.
„აქამდე კი არ აინტერესებდათ, ახლა დააინტერესათ. მათი ამოცანაა, არა კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების განხორციელება ან რეალურად რამის გამოძიება და დამტკიცება, არამედ პიარისთვის და პროპაგანდისთვის ამის გამოყენება. ამასაც წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენ მომავალში, როდესაც მართლმსაჯულება რეჟიმისთვის არის მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი და არაფერი სხვა“, – განაცხადა ბოკერიამ.
უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოში ექსტრადირებულმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ განცხადება ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. ქარდავას თქმით, „კორუმპირებულმა გიგი უგულავამ, საბჭოთა ადამიანმა მამუკა ხაზარაძემ და მათმა კოლეგებმა მორალურად გახრწნილი, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს“.
0
0