14/02/2022
12:06
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მარტიდან დაინერგება ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადრე არსებული ბარიერები მოიხსნა და მაგალითად, მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადა 45 სამუშაო დღიდან შვიდ დღემდე შემცირდა.
„ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ აქტიურად, რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა. ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას, მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ მარტივად. დანარჩენი, რაც ბატონ ზურას აქვს დაწყებული პროცესი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვას, ეს ყველაფერი პროცესშია, ძალიან მალე, მარტიდან ჩაეშვება, ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა.
ვიცი, რომ ბარიერები, რომლებიც არსებობდა მანამდე, მაგალითად, 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღებას. ეს შვიდ დღემდე შევამცირეთ და გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს მედიკამენტებზე და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს დაუზოგავს თანხებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0