05/10/2022
10:43
მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ, მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.
ლენარჩიჩის განცხადებით, არასდროს არც ერთი ატომური სადგური არ უნდა გამოიყენებოდეს საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება.
0
0