მედიის ცნობით, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა
01/09/2022
12:07
მსოფლიო
A-
+A
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოვარდა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე მკურნალობდა.
მაგანოვი „ლუკოილში“ კომპანიის დაარსებიდან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო. კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
0
0
497
სიახლეები
ყველა
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%