05/04/2024
16:52
მედიცინა
ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა. ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.
რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს და კიბოს ამარცხებს.
„ჩვენ ამას მოლეკულურ სანგრევ ჩაქუჩებს ვუწოდებთ. ეს მოლეკულური მანქანების სრულად ახალი თაობაა. ისინი მექანიკურ მოძრაობებს მილიონჯერ უფრო სწრაფად ახორციელებენ, ვიდრე წინა მოწყობილობები და მათი გააქტიურება ახლო ინფრაწითელი გამოსხივებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ქიმიკოსმა ჯეიმს ტურმა.
ინფრაწითელი სხივების გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ორგანიზმის სიღრმეში შეწღევის შესაძლებლობას ქმნის, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ქირურგიული ჩარევის გარეშე ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ძვლის ან ორგანოების კიბო.
კვლევის დროს მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. ასევე მკვლევარებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და მათი 50% სიმსივნისგან განიკურნა.
0
0