05/03/2023
15:58
მედიცინა
ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიას თან ახლავს ადამიანის სისხლში რვა ტიპის იმუნური უჯრედების რაოდენობის ზრდა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Molecular Psychiatry.
თავის ნაშრომში ჯგუფმა გააანალიზა 27 წინა კვლევა, რომლებშიც შედარებულია 19 სხვადასხვა ტიპის იმუნური უჯრედების რაოდენობა მოზრდილებში დეპრესიის დიაგნოზით ან მის გარეშე. საერთო ჯამში, მეცნიერებმა შეისწავლეს 2,3 ათასი ადამიანის მონაცემები.
როგორც გაირკვა, დეპრესიული აშლილობის დროს გაიზარდა იმუნური უჯრედების რვა ტიპი, მათ შორის B და T უჯრედები.
ავტორების თქმით, ისინი ჯერ ვერ ამბობენ, არის ეს დეპრესიული აშლილობის შედეგი თუ მიზეზი. მომდევნო სამუშაოებში გუნდი ეცდება სწორედ ამ კითხვაზე პასუხის პოვნას - ეს ხელს შეუწყობს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და დიაგნოსტიკის ახალი ტაქტიკის შემუშავებას.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024