17/09/2024
13:42
პოლიტიკა
ყველანაირი აბსურდული კალკულაციები რომ გვერდით გადავდოთ, დავივიწყოთ რომ ეგ ყველა ,,პრაგმატული” არგუმენტი დელუზიაა.. - წერს სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი ეკატერინე ვეფხვაძე, გიორგი გახარიას და ლელოს გაერთიანებაზე.
მისი თქმით, ადამიანური, ემოციური ფაქტორები თითქმის არავის ჰქონდა გათვალისწინებული და ,,სამშობლოა გადასარჩენი” -არგუმენტი არ არის.
,,უამრავი სტატუსი წავიკითხე გახარია/ ლელოს ალიანსზე თუ გაერთიანებაზე..
თან თანამშრომლობა კი არა პირდაპირ გაერთიანება. გადატენილი მათემატიკით, კვლევებით, დიაგრამებით და თითიდან გამოწოვილი პრაგმატიზმით..ანუ, მოკლედ, ადამიანური, ემოციური ფაქტორები თითქმის არავის ჰქონდა გათვალისწინებული..ყველანაირი აბსურდული კალკულაციები რომ გვერდით გადავდოთ, დავივიწყოთ რომ ეგ ყველა ,,პრაგმატული” არგუმენტი დელუზიაა.. მე ვთქვათ, რიგით, ერთ სრულიად რიგით ამომრჩეველს, ამ ალიანსის შემდეგ რა ემოცია დამეუფლება?
რომ მართლა ყველანაირი ეპითეტების, ყველანაირი უმსგავსობის კადრების, ცილისწამებების, მთელი საარჩევნო კამპანია აგებული მხოლოდ 1 ადამიანის დემორალიზებაზე, აი ესე უბრალოდ გაქრა, წაიშალა..
ვინმემ საჯარო ბოდიში მოიხადა? ან სადმე აღიარა რომ ცდებოდნენ ? მე რომ ხვალ ქოცებს ან ნაცებს შევუერთდე ჯერ უდიდეს საჯარო ბოდიშს მოვიხდი ყველა ჩემს ბგერაზე! ყველა ჩემს სიტყვაზე!! მითუმეტეს რომ კორექტულობის ზღვარს არასოდეს გავცდენილვარ.
,,სამშობლოა გადასარჩენი” არგუმენტი არ არის… სამშობლოს გადარჩენა მხოლოდ თავმოყვარე და ღირსეული ადამიანების უნარია..წმინდა ადამიანური ფასეულობების და ღირებულებების არმქონე ადამაინებისგან სამშობლოს გადარჩენას ვინც ელოდებით, ისევ გლობალური ომის პარტიას ან მასონებს ეომეთ. ეგაა მთავარი პრობლემაც ხალხთან გაუცხოების, პრეზენტაცია დიაგრამების ყურება, ვიდრე ადამიანის ტყავში და ემოციაში შეძრომა.." - წერს ვეფხვაძე
0
0