13/10/2022
19:07
სამართალი
მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი , - ამის შესახებ კომპანია "გრინ სერვისის" დამფუძნებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე მივიდა.
პოლიციაში ასევე იკითხებიან მერიის თანამშრომლები.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
0
0