მე სამი პრიორიტეტული მიმართულებით ვიმუშავებ - მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
01/10/2024
12:53
მსოფლიო
A-
+A
ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გადაიბარა.
ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მარკ რუტე პირველ პრესკონფერენციას გამართავს, გეგმებზე და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებს.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება.
ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაშია დაგეგმილი.
მარკ რუტე ნიდერლანდების ოთხ კოალიციურ მთავრობას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
0
0
84
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%