01/05/2023
13:55
მედიცინა
ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
🌳 იფანმა (Fraxinus), ნეკერჩხალმა (Acer) და კაკალმა (Juglans) დაასრულეს ყვავილობა.
🌲 ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
🌳 რცხილას (Carpinus), ჭადრის (Platanus), თუთის (Morus) და წიფლის (Fagus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
🌳 მუხის (Quercus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
🌳 ერთეული სახით დაფიქსირდება უხრავის (Ostrya) და არყის ხის (Betula) მტვრის მარცვლები.
🌲ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
🌳 ყვავილობა დაიწყო ცხენისწაბლამ (Aesculus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
📣 ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
🍄 სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება." - წერს კულუმბეგოვი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024