05/11/2024
13:55
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარეს უკრაინაში საბრძოლველად ცუდად გაწვრთნილი სამხედროები გააგზავნა, ამიტომ მათი უმეტესობა უკრაინაში დაიღუპება. ამის შესახებ სტატიას The Guardian ავრცელებს.
რუსეთის მიერ ამ სამხედროების გამოყენებამ შეიძლება რუსეთის ფედერაციის მობილიზაციის აუცილებლობა თავიდან ააცილოს, მაგრამ ექსპერტებს ამ შენაერთების ეფექტიანობაში სერიოზული ეჭვი ეპარებათ, ისინი ცუდად არიან გაწვრთნილები და არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნიათ.
ბოლოს ჩრდილოეთ კორეა ომში 1950-იან წლებში მონაწილეობდა, ხოლო ბოლო წლებში მისი სამხედრო აქტივობა სხვა ქვეყნებში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნით შემოიფარგლებოდა. ახლა კი ისინი რუსული იარაღით არიან შეიარაღებულები და პრაქტიკულად ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილ უკრაინელ სამხედროებთან მოუწევთ ბრძოლა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ამჟამად ფრონტის ხაზზე, კერძოდ კურკის ოლქში 11 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება. რამდენიმე დღის წინ WSJ-მა სტატია გაავრცელა, რომლის მიხედვით, უკრაინაში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნით ჩინეთია უკმაყოფილო, რადგანაც ამ შემთხვევაში შეთანხმება მოსკოვსა და ფხენიანს შორის შედგა, ხოლო პეკინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024