მათე გველესიანმა ოქროს მედალი მოიპოვა - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
26/07/2023
20:38
სპორტი
A-
+A
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან მათე გველესიანი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან ხორვატი ლუკა კატიჩი დაამარცხა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თორნიკე გიგაურმა, მაგრამ ქართველი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.
ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, თამარ გიგოლაევი (48კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შეჯიბრების პირველივე დღეს ორმა ქართველმა – შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
0
0
508
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%