30/09/2024
11:14
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ქალაქ ლუსიკისიკში, მასობრივი სროლის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. როგორც სამხრეთ აფრიკის მედია იუწყება, ისინი, 1 წლის წინ მოკლული დედა-შვილის ტრადიციული გლოვის ცერემონიაზე დასასწრებად მეზობელ სახლებში იყვნენ შეკრებილნი. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელთა სამიზნე ლუსიკისიკის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სწორედ ეს ორი სახლი იყო. დაღუპულთა შორის ქალებიც არიან.
19 თავდამსხმელის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პოლიციის მინისტრმა სენცო მჩუნუმ განაცხადა, რომ სროლის მოტივი უცნობია.
გაეროს არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში, მკვლელობის შემთხვევების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2022 წელს 27000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა.
0
0