30/09/2024
13:10
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი კახელებისთვის არის თანამედროვე შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის, როგორც უფლებები, ისე მათი ყოველდღიური ყოფა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჰპირდება, რომ „ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას გაუწევენ“.
„პირველივე წელს, ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას, რათა მათ ელემენტარული გაჭირვებიდან გამოსვლა და მიწების დამუშავება შეძლონ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერა და ჩვენ შევქმნით 1 მილიარდიან პროგრამას, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული და სწორედ, ამ თანხით ჩვენს ემიგრანტებს დავეხმარებით, რომ საქართველოში დაბრუნება შეძლონ და ჰქონდეთ საშუალება, ოჯახები არჩინონ.
26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, 26 ოქტომბერი არის ქვეყანაში გაჭირვების, უბედურების, შუღლის, ბოღმის და იმ ყველაფრის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გამოსცემს, დამარცხების დღე და ჩვენ აუცილებლად, ერთიანობით ამ დღეს ვიზეიმებთ“, - განაცხადა ბოტკოველმა.
0
0