07/01/2025
17:22
მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკი პასუხობს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც ის ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა.
კერძოდ, მაკრონმა აღნიშნა: „ვინ იფიქრებდა, ათი წლის წინ ვინმეს ეთქვა, რომ ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ რეაქციულ საერთაშორისო მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის, გერმანიაში“.
ილონ მასკმა მაკრონის ეს განცხადება თავის სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა და დაწერა: „როგორც იმას, რომ სტარმერი დონალდ ტრამპს რასისტს უწოდებდა და იტყოდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესაჩერებლად? ან რომ სტარმერი გაგზავნიდა ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს აშშ-ში წელს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ჩასატარებლად?“
მანამდე ილონ მასკი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც. სტარმერის კრიტიკა უკავშირდებოდა მასკის მხრიდან ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე განცხადებებს, რა დროსაც მან გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრს აღნიშნულ საქმეებზე არასათანადო რეაგირებაში დასდო ბრალი და „გაუპატიურების გენოციდის აპოლოგეტად“ მოიხსენია.
0
0