09/07/2022
11:23
მსოფლიო
ილონ მასკი $44-მილიარდიან შეთანხმებას წყვეტს და Twitter-ს აღარ ყიდულობს.
ადვოკატების განცხადებით, კომპანიამ მას არ მიაწოდა ინფორმაცია პლატფორმაზე ყალბი ანგარიშების შესახებ. მასკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, Twitter-მა ვერ ან არ წარმოადგინა ინფორმაცია, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კომპანიის ბიზნესინტერესებისთვის.
"ტვიტერი არღვევს შეთანხმების არსებით დებულებებს. როგორც აღმოჩნდა, მათი მხრიდან შეიქმნა ცრუ და შეცდომაში შემყვანი წარმოდგენები, რასაც ბატონი მასკი ეყრდნობოდა შეთანხმების დადების დროს". - აცხადებენ ისინი.
Twitter-ს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. მათ არ უპასუხეს Associated Press-ის და Reuters-ის შეკითხვებს.
კომპანიის თავმჯდომარემ, ბრეტ ტეილორმა პარასკევ საღამოს დაწერა, რომ "ტვიტერის საბჭო მოწოდებულია, დაასრულოს ტრანზიცია იმ ფასითა და პირობები, რაზე შეთანხმებაც მოხდა ილონ მასკთან და რომ გეგმავს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას".
0
0