20/12/2021
15:58
სხვადასხვა
მეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკური ტვინი, ხელოვნური ინტელექტის მამად წოდებული მათემატიკოსი ალან ტიურინგი 1912 წლის 23 ივნისს, ინგლისში დაიბადა. სამეცნიერო ნაშრომებისა და მიღწევების მიუხედავად, დიდ მეცნიერს ბრალი „უწესო ქცევაში“ დასდეს და დააპატიმრეს. ტიურინგმა გამოძიებასთან აღიარა, რომ ჰომოსექსუალი იყო, რაც იმდროინდელ ინგლისში კანონდარღვევად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. სამართალმა მეცნიერი არჩევანის წინაშე დააყენა - ჰორმონალური მკურნალობა ან პატიმრობა.
41 წლის ტიურინგი ერთი წლის განმავლობაში ჰორმონალურ მკურნალობას გადიოდა, რამაც სრულ იმპოტენციამდე მიიყვანა. 1954 წელს ადამიანმა, რომლის მუშაობა კომპიუტერული მეცნიერების საფუძველი გახდა, თავი ციანიდით მოიკლა. 2013 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ალან ტიურინგი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა.
ლეო ფრანკი
1915 წელს, ატლანტაში მდებარე ფანქრების ქარხნის ებრაელ მენეჯერს, ლეო ფრანკს ბრალი ფაბრიკაში მომუშავე 13 წლის მერი ფაგანის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს. საეჭვო მტკიცებულებებისა და ერთადერთი მოწმის - აფრო ამერიკელი მუშის ჯიმ კონლის ჩვენების მიუხედავად, ფრანკი დამნაშავედ ცნეს. ფრანკს თავდაპირველად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელის შეცვლით აღშფოთებული ადამიანების ბრბომ ლეო სასამართლო დარბაზიდან გაიტაცა და ტყეში ჩამოახრჩო. სიმართლე მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაირკვა - ფანქრების ფაბრიკის მუშამ ალონსო მანიმ ღრმა სიბერეში აღიარა, რომ დაინახა როგორ მიჰქონდა მოკლული გოგონას უსულო სხეული ერთადერთ მოწმეს - ჯიმ კონლის. მანიმ სასამართლოზე ფიცით დაადასტურა, რომ ფრანკი უდანაშაულო იყო, მაგრამ კონლის მხრიდან ანგარიშსწორების შიშით სიმართლის გამხელის შეეწშინდა. ლეო ფრანკი 1986 წელს გაამართლეს.
ტიმოთი კოული
სტუდენტი, სახელად ტიმოთი კოული თანაკურსელის გაუპატიურების ბრალდებითდააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ კოულს შესანიშნავი ავტორიტეტი (ომის ვეტერანიდა რამდენიმე ჯილდოს მფლობელი იყო) და მყარი ალიბი ჰქონდა, პროკურორებს დამნაშავედ მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფერადკანიანი სტუდენტი დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და თავად დაზარალებულმაც აღიარა, რომ ცდებოდა, კოული დააპატიმრეს. სტუდენტის უდანაშაულობა მხოლოდ 2009 წელს, კოულის ციხეში გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ დამტკიცდა.
პატრიკ კონლონი
მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ შვილი უყვარდა. 1974 წლის დეკემბერში პატრიკ კონლონი ბელფასტში, შვილის დასახმარებლად ჩავიდა, რომელსაც ირლანდიის რესპუბლიკური არმია ტერაქტების ჩადენაში ადანაშაულებდა. იმის მიუხედავად, რომ პატრიკი მძიმე ავადმყოფი იყო და უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა, 14 წლის მოზარდებთან ერთად დააპატიმრეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ პოლიციამ აღიარებითი ჩვენებები წამებით მოიპოვა. რა თქმა უნდა, უსამართლოდ დაპატიმრებული მოზარდები ციხიდან გაუშვეს და კომპენსაციის სახით ასიათასობით დოლარი გადაუხადეს, მაგრამ პატრიკი ამ დღეს ვერ მოესწრო - მზრუნველი მამა ციხეში გარდაიცვალა.
სალემის ჯადოქართა სამსჯავრო
ამერიკის ისტორიის ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია და უკავშირდება ერთდროულად ისტერიას, იზოლაციასა და რელიგიურ ექსტრიმიზმს. სალემის ჯადოქართა სამსჯავრო 1692-93 წლების ყველაზე ცნობილი სასამართლო პროცესია, რომლის შედეგად, 19 ქალი ჩამოახრჩვეს, ერთი ქვებით ჩაქოლეს და 200-მდე დააპატიმრეს. საბრალო ქალები მხოლოდ 1957 წელს გაამართლეს.
მრავალი ისტორიკოსი თვლის, რომ ჯადოქრებზე ნადირობამ დიდი გავლენა იქონია ამერიკის შემდგომ განვითარებაზე. აი რას წერს ჯორჯ ლინკოლნ ბური ამის შესახებ: „სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“
დერეკ ბენტლი
ბენტლის საქმე ბრიტანული მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეცდომაა. 19 წლის დერეკ ბენტლს და მის თანამზრახველს, კრისტოფერ კრეიგს სახლის ძარცვის დროს თავზე პოლიცია დაადგა. გამოძიების მასალების თანახმად ბენტლიმ კრეიგს, რომელსაც პისტოლეტი ჰქონდა, დაუყვირა "მოდი მოვუწყოთ ამათ" (სწორედ ეს ფრაზა გახდა გადამწყვეტი სასამართლოსთვის) ბენტლის სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ გასროლა გაისმა და პოლიციელი დაიღუპა. ბენტლი და მისი თანამზრახველი დააკავეს. სასამართლოზე დანაშაული ორივემ უარყო - დერეკმა იარაღის შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო კრისს არავის მოკვლა სურდა. მათ არავინ დაუჯერა.
სასამართლომ ბენტლის ფრაზა "მოდი მოვუწყოთ ამათ" მკვლელობის მოწოდებად აღიქვა და დერეკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ხოლო 16 წლის კრეიგს - უვადო პატიმრობა. ერთი წლის შემდეგ დერეკ ბენტლი ციხეში ჩამოახრჩვეს, მაგრამ მის ოჯახს ახალგაზრდა კაცის სახელის რეაბილიტაციისთვის ბრძოლა 45 წლის მანძილზე არ შეუწყვეტია. საბოლოოდ, დანაშაულის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა აღიარა, რომ ბენტლის საბედისწერო ფრაზა არ გაუგია. ამის შემდეგ სასამართლომ დერეკ ბენტლი მკვლელობის ნაწილში გამართლა. სხვათაშორის, სიკვდილით დასჯილ ბიჭს ეპილეფსია აწუხებდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ერთ-ერთი დაბომბვის დროს განუვითარდა. ახალგაზრდას განვითარების შეფერხებაც ჰქონდა და 11 წლის ბავშვივით აზროვნებდა. დერეკმა არც წერა-კითხვა იცოდა.
ტიმოთი ევანსი
ტიმოტი ევანსს ბრალი ორსული მეუღლისა და მცირეწლოვანი ქალიშვილის მკვლელობისთვის წაუყენეს. სასამართლოზე ევანსი ამტკიცებდა, რომ ცოლ-შვილი მეზობელმა, ჯონ კრისტიმ მოუკლა, რომელსაც წყვილმა არალეგალური აბორტის გასაკეთებლად მიმართა (დიდ ბრიტანეთში აბორტის გაკეთება იკრძალებოდა). სამსახურიდან მოსულ ევანსს მეზობელმა უთხრა, რომ მისი ცოლი აბორტის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ევანსმა გაქცევა გადაწყვიტა, წარუმატებელ აბორტმახერს კი ცხედრის მოშორება და მცირეწლოვანი შვილის ნაცნობ ოჯახში მიყვანა თხოვა.
ევანსს არავინ დაუჯერა. მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისი მეზობელი ჯონ კრისტი სერიული მკვლელი იყო, რომელმაც ევანსის ცოლ-შვილამდე 6 ქალი მოკლა. ლის მსხვერპლი იყო ექვსი ქალი, მათ შორის ტიმოთის ცოლი. ეს შემთხვევა ერთ-ერთიო ყველაზე ცნობილი მართლმსაჯულების შეცდომაა, რომელმაც საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია და 1965 წელს დიდ ბრიტანეთში სიკვდილით დასჯის გაუქმება გამოიწვია.
https://bigpicture.ru/8-chelovek-kotoryx-opravdali-slishkom-pozdno/
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024