12/09/2022
16:41
მედიცინა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რჩევა წონის დაკლების მსურველებისთვის არის - საკვების მიღების დროის სწორად შერჩევაა.
დიდი ხანია ამბობენ, რომ წონის დაკლების საუკეთესო გზა, დღის დასაწყისში დიდი პორციის მიღება და დღის განმავლობაში დანარჩენი პორციების შემცირებაა.
ეს ლოგიკა იმით აიხსნება, რომ როგორც ადამიანს, ისევე თითოეული უჯრედს, 24 საათიანი ცირკადული რიტმი გააჩნია - შინაგანი აქტივობის რეჟიმი, რომელიც ბიოლოგიურ ფუნქციებსა და მეტაბოლიზმს არეგულირებს.
ამ მეტაბოლურ რიტმზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთებში ორგანიზმი საჭმელს სხვადასხვანაირად ინელებს. კვლევის ამ სფეროს “ქრონო-კვება” ჰქვია.
2013 წელს ორი კვლევა გამოქვეყნდა. ისინი იტყობინებოდნენ, რომ დილით ადრე მეტი კალორიების მიღება და დღის მეორე ნახევარში კი ნაკლების, ადამიანებს წონის დაკლებაში ეხმარება. ახალი კვლევის თანახმად, საუზმისა და ვახშმის შედარებით პორციებს ინდივიდუალურ მადაზე აქვს გავლენა, თუმცა მეტაბოლიზმზე და წონის კლებაზე - არა.
როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე?
მკვლევრებმა აბერდეენისა და სურის უნივერსიტეტებიდან ჭარბწონიან მაგრამ ჯანმრთელ ადამიანებზე კონტროლირებული კვლევა ჩაატარეს. კვლევის მონაწილეები პირველი ოთხი კვირა დიდი ზომის საუზმეს და პატარა ვახშამს იღებდნენ, ხოლო მეორე ოთხი კვირის განლავლობაში - პატარა საუზმესა და დიდ ვახშამს. შუადღის სადილის პორცია იგივე დარჩა.
ვინაიდან მონაწილეები საკვებით კვლევის გუნდის მიერ მარაგდებოდნენ, მკვლევრებმა საკვების კალორიული ღირებულება ზუსტად ჰქონდათ გამოთვლილი. ისინი მონაწილეების მიერ დამწვარ კალორიებსაც ითვლიდნენ და მეტაბოლიზმს ზომავდნენ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორი კვებითი რეჟიმის შემდგომ წონასა და მის განმავლობაში ბიოლოგიური ფუნქციების მდგომარეობას შორის არანაირი განხსვავება არ იყო.
დასკვნა: ორგანიზმისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ გაანაწილებთ თქვენ საკვებს დღის განმავლობაში. დიდი საუზმე - პატარა ვახშამი, პატარა საუზმე - დიდი ვახშამი - პორციების ზომების ასეთი ცვლილება წონის დაკლებაში არ დაგეხმარებათ.
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ის არის, რომ მონაწილეები დიდი საუზმის მიღების შემდეგ, დღის განმავლობაში, ნაკლებ შიმშილის შეგრძნებას და შემცირებულ მადას განიცდინენ - პატარა საუზმის მიღების შემდეგ კი არა.
ეს აღმოჩენა ზუსტად იმას გვაჩვენებს, რომ კვებითი მეცნიერება ვითარდება და ადამიანის ორგანიზმზე ყველაფერი არ ვიცით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დიეტურ რჩევებსა და დოგმებს კრიტიკული თვალით შევხედოთ და მტკიცებულების გარეშე არ დავიჯეროთ. ეს თქვენს ჯანმრთელობას ეხება.
წყარო: Science Alert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0