24/12/2022
18:33
სამართალი
მარნეულში ადგილობრივი პოლიციელის ოჯახში გუშინ, გვიან ღამით ნიღბიანი პირები შეიჭრნენ.
ამავე ცნობით, სასტიკად ნაცემია პოლიციელის დედა და მეუღლე. ორივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
თავდასხმა 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
ნიღბიანი პირები უბნის ინსპექტორის, ამილ ჰაჯიევის სახლში შეიჭრნენ.
„გამოკითხვაზე ვიყავი, ახლა მოვედი, ამბავი წუხელ მოხდა. ჩემი შვილი სამსახურში იყო. ქალები მარტო იყვნენ ბავშვებთან ერთად. ამ დროს უცხო პირები შევიდნენ, ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩემი მეუღლე მძიმედაა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩემი რძალი კი სცემეს და ხელები შეუკრეს. არ ვიცი რა უნდოდათ ჩემგან“,- ამბობს პოლიციელის მამა.
უცნობია წაღებულია თუ არა სახლიდან ნივთები.
„აქ მარნეულში ყოველდღე ხდება მსგავსი კრიმინალური შემთხვევები. პოლიცია საკუთარ თავს ვერ იცავს, ჩვენ როგორ დაგვიცავს“, - აცხადებს ადგილობრივი.
დამნაშავეები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
0
0