მარინა კალიურანდი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესებით იმოქმედონ
03/10/2021
18:15
პოლიტიკა
A-
+A
ოდირის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დელეგაციებმა უკვე გამართეს ბრიფინგი და მე სრულად ვეთანხმები იმას, რაც მათ თქვეს - შეფასებებს წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნებს დღის ნაწილში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა.
„მე ვიყავი თბილისში საარჩევნო უბნებზე, არ ვარ არც „ქართული ოცნების“, არც დიდი თუ პატარა პარტიების მხარდამჭერი. უბრალოდ მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი ხალხს და ისინი ამბობენ, რომ დაიღალნენ პოლიტიკური კონფრონტაციებითა და პოლარიზებით. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება. საქართველო ჩვენი ახლო მოკავშირე და პარტნიორია. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესებით იმოქმედონ“, - განაცხადა კალიურანდმა.
0
0
160635
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%