მარიამ ბოლქვაძე კოლუმბიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია
15/08/2024
12:32
სპორტი
A-
+A
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე კოლუმბიის ქალაქ ბარანკილაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოდის.
26 წლის ჩოგბურთელმა მერვედფინალში შეჯიბრებაზე მერვე ნომრად განთესილი ფრანგი ელზა ჟაკემო სამ სეტში, 6:7 (4:7), 7:6 (7:4), 7:6 (7:3) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩი ოთხ საათსა და ხუთ წუთს გაგრძელდა.
ბარანკილას ტურნირის მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე არგენტინის წარმომადგენელი ნადია პოდოროსკა იქნება, რომელიც მეოთხე ნომრადაა განთესილი. ეს ჩოგბურთელი 2020 წელს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალამდე მივიდა.
ამ მომენტისთვის პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში (WTA) მარიამ ბოლქვაძე 234-ე ადგილზეა.
0
0
155
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%