მარგველაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა - ძიუდო
01/02/2025
21:41
სპორტი
A-
+A
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო.
ტურნირზე რამდენიმე წუთში ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანიც იჭიდავებს (57 კგ).
პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.
2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.
0
0
70
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%