09/10/2021
18:19
რეგიონები
„გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ტკივილის განცდა, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულთა ოჯახებისკენ და ვუცხადებთ მათ თანადგომასა და თანაგრძნობას. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი 12 ოქტომბრამდე წყვეტს ყველანაირ პოლიტიკურ წინასაარჩევნო აქტივობას. ამ ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ზუგდიდში პროვოკაციულ აქციას. მე მოვუწოდებ ზუგდიდელებს, ჩვენ ამომრჩევლებს, ჩვენს აქტივს - არანაირი სიახლოვე ამ მორალს გამოცლილ პოლიტიკურ ძალასთან, არ წამოეგოთ მათ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე. შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თმენის ვალდებულება. ქვეყანას დღეს აქვს ტკივილი და განსაცდელი და ისინი კი ატარებენ პროვოკაციულ აქციებს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ჭირისუფალი და ვიქცევით, როგორც ჩვენს მდგომარეობას შეეფერება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი პოლიტიკურ და მორალურ პასუხს გავცემთ მას შემდეგ, რაც ღირსეულ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა სულებს“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
0
0