19/09/2024
12:29
მსოფლიო
54 წლის ტეხასელი მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ შშმ პირი იყო, 1997 წლის ივლისში ჩადენილი [ქალის] მკვლელობის გამო, სიკვდილით დასაჯეს. თავდასხმის დროს, ნენსი ადლემანი, საკუთარ სახლთან ახლოს, სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა. არტურ ლი ბარტონი 3 შვილის დედის მკვლელობისა და გაუპატიურების მცდელობისთვის მკაცრად გააკრიტიკეს.
ჰანტსვილის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასიკვდილო ინექციის ზემოქმედების შემდეგ, არტურ ლი ბარტონი გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ბარტონმა ადლემანი ტყეში სასტიკად სცემა და საკუთარი ფეხსაცმლის თასმით დაახრჩო. ბარტონმა მისი მკვლელობა აღიარა. ბარტონის ადვოკატების მტკიცებით, ბარტონის „სწავლის, მსჯელობის, რთული აზრების გაგებისა და ამოცანის ამოხსნის უნარები დაბალი ქულებით შეფასდა, რაც ინტელექტუალური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შეზღუდვების მაგალითია“, აღნიშული შეფასება კი მას "სიკვდილით დასჯისგან ათავისუფლებდა".
ამავე დროს, ჰარისის ოლქის პროკურატურის ექსპერტმა აღნიშნა, რომ მას არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რომლის თანახმად, ბარტონს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ან გონებრივი პრობლემა ჰქონდა.
ბარტონი მესამე პატიმარია, რომელიც, 2024 წელს, ტეხასის შტატში სიკვდილით დასაჯეს.
0
0