30/10/2024
11:07
მსოფლიო
აშშ-ის შტატ არიზონაში, ქალაქ მესაში, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასკვდილოდ დაჭრა ქალი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.
„სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, რომ 44 წლის ენდრიუ რადა ბენზინგასამართ სადგურთან მივიდა და AK-47 ტიპის იარაღიდან გაისროლა. მსხვერპლი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო, როგორც მიშელ ფლიპინი [52 წლის], ავტობუსის გაჩერებასთან სისხლით დაფარული იპოვეს,“ - ნათქვამია მესას პოლიციის განცხადებაში.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, ენდრიუ რადა საკუთარი ავტომობილით გაიქცა.
პოლიციამ ავტომობილი იპოვა და ეჭვმიტანილი დააკავა. რადამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტობუსის გაჩერებასთან მდგარი ფლიპინი მგზავრებს ქრომირებული ცეეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.
„მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის თქმით, მან ქალის მიმართულებით 10-15-ჯერ ისროლა. თუმცა პოლიციამ გამოავლინა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიშელ ფლიპინი [მსხვერპლი] ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა, ის სიგარეტს ეწეოდა და სავარაუდო თავდამსხმელისკენ ზურგშექცევით იდგა. შემდეგ ბრალდებული ქუჩაში მანქანით გადაადგილდა და მიშელ ფლიპინის მიმართულებით ისროლა. ქალი ადგილზევე დაიღუპა.
ამჟამად, ენდრიუ რადა მკვლელობის ბრალდებით მარიკოპას საოლქო ციხეში იმყოფება,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0