მამაკაცმა 12 წლის მოზარდი დანით მძიმედ დაჭრა
12/11/2024
10:26
მსოფლიო
A-
+A
ფინეთის ქალაქ ოულუში, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი 12 წლის მოზარდის დანით დაჭრის ფაქტზე დააკავა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Yle-ის ინფორმაციით, 33 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი ოულუს სავაჭრო ცენტრ ვალკეაში მოხდა. მამაკაცმა უცხო წარმოშობის 12 წლის ფინელს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
„მამაკაცმა მსხვერპლს ზურგში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ მან შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საწყის ეტაპზეა. დანაშაულის ჩადენის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია", - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.
0
0
68
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%