12/11/2021
12:33
სხვადასხვა
„რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით 1 თვის წინ მონასტერში ვიყავი წასული, ჩემთვის განვმარტოვდი, ტყეში ვიყავი ასული მარტო… შევედი ტყეში, ჩემი ადგილი მაქვს რაღაც, სკამი ბუნებრივად გაკეთებული, ჩამოვჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი და რაღაცებს ვფიქრობდი, ვლაპარაკობდი ვფიქრობდი ჩემთვის რაღაცებს და ერთ-ერთ ადამიანზე უცებ წამომივიდა ძაან ცუდი ფიქრები, მეთქი, ღმერთო, რატო არ კვდება ეს ადამიანი. მოკვდეს მეთქი ეს ადამიანი, რომ ყველა დავისვენებთ, რომ ამდენი ცუდი… ეს ფიქრები წამოვიდა, მღვდელს წამოუვიდა ასეთი საშინელი ფიქრები, რომ ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი. რომ ადამიანი მომკდარიყო. უცებ, ჩემივე ხმა მესმის, ეს ადამიანი რომ მოკვდეს, ამდენი პრობლემები შექმნა – სად უნდა მოხვდეს? სად და უეჭველი ჯოჯოხეთში. შეიტანე ამდენი პრობლემები ერში, ამდენი ადამიანი დაამძიმე, ამდენი ადამიანი დააპირისპირე, ამდენი რაღაც…“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ ობიექტივის ეთერში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024