24/10/2024
23:03
მსოფლიო
ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადი ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სერბეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.
პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას უნგრეთისგან იანვრიდან გადაიბარებს.
„მალე ჩვენ ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადმოვიბარებთ. პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს გაფართოება, სერბეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით, ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება“, – განაცხადა ტუსკმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს სერბეთს, რადგან სერბეთის გარეშე ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება.
„ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი. ვიცი, რომ არის იმედგაცრუებები ორივე მხარეს, ყოველთვის ყველას არ ესმის ერთმანეთის. სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში არ არსებობს გაუგებრობები ან პრობლემები, რომლებსაც ვერ გადავწყვეტდით და რომლებიც გაფართოებისთვის დაბრკოლება იქნებოდა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
0
0