19/08/2022
16:08
მედიცინა
კოღოებს ადამიანების სისხლის მართლაც რომ დაუოკებელი წყურვილი გააჩნიათ. მეცნიერთა მცდელობა კოღოები ყნოსვის ნაწილობრივი დაქვეითებით ადამიანების კბენისგან შეეჩერებინათ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახალი კვლევის თანახმად, კოღოებს “შემოვლითი გზები” აქვთ რათა ყოველთვის შეძლონ ადამიანების სუნით ადევნება.
უმეტესი ცხოველების ორგანიზმებში, ყნოსვითი სისტემის ცალკეულ ნერვებს მხოლოდ ერთი სუნის აღქმა შეუძლიათ. Aedes aegypti-ის სახეობის კოღოებს კი განსაკუთრებული ნერვები გააჩნიათ - ერთი ნერვი მრავალ სუნს ამოიცნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნერვი ერთი სუნის აღქმის უნარს დაკარგავს, ის ბევრ სხვა სუნს მაინც გამოარჩევს.
ისეთი ქიმიური საშუალებების შექმნა რაც კოღოებს ადამიანის სუნის აღქმის უნარს დაუბლოკავს საკმაოდ რთული იქნება. ანანდასანკარ რეი, ნეირომეცნიერი კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტიდან, ამბობს:
“შეიძლება იმის მაგივრად რომ კოღოებს ჩვენი პოვნა გავუძნელოთ, უკეთესი იყოს ისეთი სურნელების პოვნა, რომლებიც კოღოებს არ უყვართ,” - ამგვარმა საშუალებებმა შესაძლოა დააბნიონ, გააღიზიანონ, და გააქციონ კოღოები.
“ყველა არსებას შორის, კოღოები ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილისთვის არიან პასუხისმგებლები. რაც უკეთესად გავერკვევით ამ არსებებში, მით უკეთეს გამოსავალს ვიპოვით," - ამბობს ოლივია გუდმანი, ნიუ-იორკის როკეფელერის უნივერისტეტში მომუშავე ნეირობიოლოგი.
კოღოები ადამიანებს სუნის გარდა ორგანიზმის ტემპერატურითა და ამოსუნქთქულ ჰაერში ნახშიორჟანგითაც აგნებენ.
მეცნიერებმა კოღოების სუნის სენსორები დაბლოკეს იმის იმედით, რომ ნერვების მიერ სუნის შესახებ სიგნალების ტვინისთვის გადაცემა შეფერხდებოდა და ადამიანის სურნელი კოღოებისგან “დაიმალებოდა.” ამ ხერხმა არ გაამართლა, ამბობს ნეირობიოლოგი მარგო ჰერი.
მეცნიერებმა გაუმართლებელი ექსპერიმენტების საპასუხოდ ჩაატარეს კვლევა კოღოების ყნოსვის ნერვებზე და აღმოაჩინეს, რომ კოღოს ერთი ნერვი მრავალ სუნს აღიქვამს. ამის საბუთად ცალკეული ნერვები ელექტრულ სიგნალს სუნის ორი მოლეკულის - ტრიეთილის და ოქტენოლის - აღქმის შემდეგ წარმოქმიდნენ. ორივე მოლეკულა ადამიანის ორგანიზმში გვხვდება.
ამ მექანიზმს ლოგიკური ახსნა მეგ იანგერმა, ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა, მოუძებნა:
“ყველა ადამიანს ერთმანეთისგან განსხვავებული სუნი აქვს. შესაძლოა ეს სისტემა იმისთვისაა ასე მოწყობილი, რომ კოღოებმა ადამიანის ინდივიდუალური სუნის განურჩევლად მიაგნონ ადამიანებს.”
წყარო: ScienceNews
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0