15/07/2023
23:34
სპორტი
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მაიამის “ინტერში” უკვე ოფიციალურად გადავიდა. არგენტინელი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ახალ გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
მესი ბოლოს „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა და კლუბი 30 ივნისს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მისი დამატება ასევე სურდა „ბარსელონას“, თუმცა მხარეებმა ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სავარაუდოდ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი „ინტერ მაიამის“ რიგებში 22 ივლისს, მექსიკური „კრუს ასულის“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.
ლიონელ მესის ამერიკულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული, ის სეზონში ანაზღაურების სახით 60 მილიონ დოლარს მიიღებს.
„ინტერ მაიამიმ“ გასულ სეზონში MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი დაიკავა. ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო გახდა. ის და მესი არგენტინის ნაკრებსა (2014-2016) და „ბარსელონაში“ (2013-2014) ერთად მუშაობდნენ.
0
0