11/07/2022
17:15
მედიცინა
ახალი კვლევის თანახმად, ცხიმიანი საკვებს არა მარტო თქვენი წელის დიამეტრზე აქვს უარყოფითი გავლენა, არამედ ტვინსაც ანგრევს.
UniSA-ს (სამხრეთ ავტრალიის უნივერსიტეტი) მიერ წარმართული საერთაშორისო კვლევის შედეგად ნეირომეცნიერებმა აშკარა კავშირი გამოავლინეს 30 კვირის განმავლობაში თაგვების მაღალი ცხიმის შემცველ კვებით რეჟიმსა და შედეგობრივ დიაბეტს, გონებრივი შესაძლებლობის დაქვეითებას, დეპრესიასა და პროგრესირებულ ალცაიმერის დაავადებას შორის.
თაგვები, რომლებსაც დასუსტებული კოგნიტური ფუნქციები აღმოაჩნდათ, ჭარბი წონის მომატების უდრო დიდი რისკის წინაშეც დადგნენ, რადგან ტვინის იმ ცვლილებებმა, რომლებიც არაჯანსაღ კვებამ გამოიწვია, მათი მეტაბოლიზმიც დააზიანა.
მკვლევრებმა ავსტრალიიდან და ჩინეთიდან თავიანთი დასკვნები ჟურნალ Metabolic Brain Disease-ში გამოაქვეყნეს.
UniSA-ს ნეირომეცნიერი და ბიოქიმიის ასოცირებული პროფესორის, ლარისა ბობროვსკაიას თქმით, ახალი კვლევა მტკიცებულებაა იმ კავშირისა, რასაც უფრო და უფრო მეტი კვლევები უმაგრებენ ზურგს. ეს კავშირი იმ მოსაზრებაში მდგომარეობს, რომ დიაბეტი და ქრონიკული ჭარბწონიანობა ალცაიმერის დაავადების განვითარებისა და გაუარესების ხელშემწყობი ფაქტორები არიან. ალცაიმერის დაავადების სიხშირე საგანგაშოდ არის გაზრდილი და ვარაუდოვენ, რომ 2050 წლისთვის დაავადებების შემთხვევის რაოდენობა 100 მილიონს მიაღწევს.
“ჭარბწონიანობა და დიაბეტი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებენ, რაც ფსიქიატრიულ აშლილობებს აუარესებს და გონებრივ დაქვეითებას იწვევს," - ამბობს ასოცირებული პროფესორი ბობროვსკაია.
კვლევისთვის თაგვები 2 ჯგუფად დაყვეს - ერთი ჯგუფს სტანდარტული საკვებით გამოკვებავდნენ, ხოლო მეორეს მაღალი ცხიმიანობით გამორჩეული საკვებით. თაგვები ორ ჯგუფში შემთხვევითობის პრინციპით გაანაწილეს. მათი მინიმალური ასაკი 8 კვირა იყო. საჭმლის მიღება, შაქრის დონე, გლუკოზისა და ინსულინის ტოლერანტობა, კოგნიტური დისფუნქცია, და წონა განსხვავებულ ინტერვალებზე იზომებოდა.
თაგვებმა, რომლებსაც მაღალცხიმოვანი დიეტით კვებავდნენ, მოიმატეს წონა, განუვითარდათ ინსულინის რეზისტეტობა და აღენიშნებოდათ ანომალიური ქცევა (მეორე ჯგუფის თაგვებთან შედარებით).
გენეტიკურად მოდიფიცირებული ალცაიმერის დაავადების მატარებელ თაგვებს, რომლებსაც მაღალცხიმოვანი დიეტა ჰქონდათ დანიშნული, გონებრივი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუუარესდათ და კვლევის განმავლობაში შეენიშნებოდათ ტვინში პათოლოგიური ცვლილებები.
“ჭარბწონიან ადამიანებს დეპრესიის განვითარების 55%-ით მაღალი შანსი აქვთ. დიაბეტი კი ამ ალბათობას აორმაგებს, ” - თქვა პროფესორმა ბობროვსკაიამ.
“ჩვენი მიკვლევები ხაზს უსვამენ გლობალური ჭარბწონიანობის ეპიდემიის მოგვარების მნიშვნელობას. ჭარბწონიანობის, ასაკისა, და დიაბეტის კომბინაციას მივყავართ სავალალო შედეგებამდე - გონებრივ დაქვეითებამდე, ალცაიმერის დაავადებასა, და სხვა მენტალური აშლილობებამდე.”
წყარო: Medical Xpress
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0